ე.წ. “ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილს არღვევს და აცხადებს, რომ ორ წელზე მეტია მას ლიკვიდაციით ემუქრებიან.
როგორც მამალაძე ტელეკომპანია „პირველისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, ორ წელზე მეტია მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და რადგან მის მიმართ ამ მუქარამ ვერ გაჭრა, დეკანოზს ოჯახის წევრების და მისი ძმის, თორნიკე მამალაძის დაკავებით ემუქრებიან.
დეკანოზის თქმით, მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე მას ბრალი აღიარებას აიძულებდა და მის მიმართ ზეწოლას ახორციელებდა.