მამა ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გემიდან პირველი ვირთხები გარბიან.
„ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც , რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები. ბოლომდე კი რჩება კაპიტანი. რაც უნდა იყოს მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს“, - წერს მამა ანდრია.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა,რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ,რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური, ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.