დავით ზარდიაშვილი: პროდუსერმა იცოდა, ან არ იცოდა, რომ მეუფე - უგონოდ მთვრალი იყო..  ჩვენი ჟურნალისტიკა უკვე

დავით ზარდიაშვილი: პროდუსერმა იცოდა, ან არ იცოდა, რომ მეუფე - უგონოდ მთვრალი იყო..  ჩვენი ჟურნალისტიკა უკვე "ზღვრული მდგომარეობის" მიღმაა

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ტვ პირველის" პროდუსერმა იცოდა, ან არ იცოდა, რომ მეუფე - უგონოდ მთვრალი იყო. თუმცა, რადგან ეს პირდაპირი ჩართვა შედგა, აშკრაა - ჩვენი ჟურნალისტიკა უკვე "ზღვრული მდგომარეობის" მიღმაა: წესიერი ადამიანი და ოდნავ მაინც პროფესიულად პატიოსანი პროდუსერი, როგორც კი მეუფეს წინასწარ გაესაუბრა გადაცემაში ჩართვის მოსამზადებლად, იმ წუთასვე მიხვდებოდა - რამხელა დარტყმას მიაყენებდა ეკლესიის ავტორიტეტს ასეთ არაადექვატურ მდგომარეობაში მყოფი ეპისკოპოსისა და წმ. სინოდის წევრის პირდაპირ ეთერში "გამოჭენებით";

ცხადია, უპატიოსნო ჟურნალისტიკა მეუფის პასუხისმგებლობას არ ამსუბუქებს; ვინ არ ყოფილა მთვრალი, თუნდაც ეპისკოპოსიც იყოს, მაგრამ ტელევიზიით გამოსვლა ასეთ გამომტყვრალ მდგომარეობაში რა საკადრისია?!

ცხადია, მისი გამოსვლის განსჯა-გარჩევა მხოლოდ იმავე მდგომარეობის "მიღწევისას", ე,ი, კარგად შეზარხოშებულზე თუა შესაძლებელი, თორემ ფხიზელ გონებაზე ამ სისულელის გარჩევა - ისეთივე არაადექვატური საქციელია, როგორც თავად ეს გამოსვლა იყო...

მთვრალი ადამიანის აბდა-უბდის სერიოზული განსჯა ფხიზელისგან განა საკადრისია?!

როგორ შეიძლება აქედან რაიმე სერიოზული დასკვნების გაკეთება, გარდა ამ თვალსაჩინო გარემოებებისა:

  1. რაოდენ შავ დღეშია ჩვენი ჟურნალისტიკა, რომლისთვისაც მით უკეთესია, რაც უარესია და ოღონდ ქვეყნის დაქცევა აჩვენოს ან დადგას პირდაპირ ეთერში, სხვა არც არაფერი ადარდებს....
  2. თვით წმინდა ეკლესიის წიაღშიც კი სირცხვილად უკვე თითქმის აღარაფერი მიიჩნევა...
  3. ჩვენი საზოგადოების პერმანენტულად შოკური მდგომარეობა სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს ადამიანური ადექვატურობისთვის; როგორც გონებრივად, ასევე მორალურად და საერთოდაც, ფიზიკურადაც ადამიანური სახის მეტ-ნაკლებად შენარჩუნება - იმდენად უჩვეულო ხდება, რომ უკვე სასწაულს ემსგავსება...
სოციალისტი გეთანხმებით ბატონო დავით! სულ მაგაზე ვწერ, ხშირად ზღვარგადასული აგრესიული ფორმითაც. რასაც მაგალითად ყოველდღიურად ეს ტელეკომპანია "ტვ პირველი" (არც სხვები ჩამორჩებიან) ეს ჟურნალისტიკა აღარა, ეს არის გველების და მორიელების სისინ -ფუთფუთი! მიმდგარან და დღე და ღამ "ოტბინი მოლოტოკით" (პნევმატური ჩაქუჩი) ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს, მის საუკუნოვან საფუძველს - საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ძირს უთხრან თავისი ბინძური ჭორებით და ინსინუაციებით! ეგრეთ წოდებულ პლიურალიზმს ეწირება სამოქალაქო მშვიდობ! ვგმობ ყოველგვარ ლიბერალურ ფასეულობას და იდეოლოგიას!
5 წლის უკან