გიორგი კვირიკაშილი: პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ

გიორგი კვირიკაშილი: პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წასულა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველს" განუცხადა და აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებია.

“პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენეთ,  ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა,რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ,რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური, ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.

მისი თქმით მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებას "ეჩალიჩებოდნენ".