გახარიას პასუხი მეუფე იაკობს:  ეს ის მეუფეა,რომ იძახდა გახარია თუ პრემიერი გახდება, ჩამოვაგდებო

გახარიას პასუხი მეუფე იაკობს:  ეს ის მეუფეა,რომ იძახდა გახარია თუ პრემიერი გახდება, ჩამოვაგდებო

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა და გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრას არ ადასტურებს.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრა არასდროს გამართულა და არასერიოზულს უწოდებს აღნიშნულ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

"ცოტა შოკირებული რაც მესმის, ეს ის მეუფეა ,რომ იძახდა გახარია თუ პრემიერი გახდება, ჩამოვაგდებო. სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ.პატრიარქი არის ბოლო 40 წლის განმავლობაში წარსულის და მომავლის, რატომ აკეთებს მეუფე მსგავს განცხადებას თავად მას უნდა ჰკითხოთ. მსგავს შეხვედრას რა თქმა უნდა არ ვადასტურებ და სისულელეებს ნუ მეკითხებით", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენეთ, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა,რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში

პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ,რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური, ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.