ყველა გადაცდომაზე რომ მინისტრები გადადგნენ, შეიძლება, მათ ყოველ თვე მოუწიოთ გადადგომა, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დავით მუმლაძის გატაცების საქმეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.
"არ არიან გათავისუფლებული, ან რატომ უნდა იყვნენ, თქვენ მიპასუხეთ. მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 ათასი თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს ნორმალური იქნება?" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.