ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, მეუფე იაკობის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არსებობს, სინოდი აუცილებლად შეიკრიბება და სათანადო რეაგირებას მოახდენს.
"დარწმუნებული უნდა იყოთ ამაში. მე ვწუხვარ რომ იმით რაც ხდება, ამის გამო ძალიან შეწუხებულია მრევლი. ძალიან ღელავს და ამ საზოგადოებას რაღაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. საერთოდ სინოდის შეკრება აუცილებელი რამ არის ყოველთვის, სისტემატიურად, დადგენილ ვადებში და საგანგებო შემთხვევებში"- უთხრა მეუფემ მთავარს.
კითხვაზე, იცის თუ არა გიორგი გახარიასთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ "როგორც ჩანს, მეუფე იაკობმა იცის ყველაფერი, მე არ ვიცი".
"მეუფე იაკობის შესახებ მე საერთოდ არაფერი არ ვიცი"- თქვა მან და აღნიშნა, რომ იაკობის განცხადებებს "მერე შეაფასებს".