მამა თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხელაშვილის განცხადებას ეხმაურება:
"ახლა არქიმანდრიტ ფირცხალაშვილს ერთადერთი რამ ჰმართებს: ის მაღალი ქუდი უნდა მოიხადოს, გამოვიდეს და საჯაროდ, ქრისტიანების წინაშე გულწრფელი ბოდიში მოიხადოს მღვდლისთვის ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინო სურვილისთვის. ასევე პატიება სთხოვოს ადამიანს, ქალს და სახელოვან მომღერალს იმ საშინელი და მდაბიო სიტყვებისთვის. სიტყვა თუ სურვილი, რაც შეიძლება წამოსცდეს საერო ადამიანს, არ ეპატიება მღვდელს", - წერს სასლიერო პირი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილმა საჯარო კომენტარში "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ანიტა „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა". ეს იყო პასუხი ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა იბანიშილი კრიტიკაზე, რომელმაც ამაზონის ტყის ფონდში დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვის მზაობა გამოთქვა.
„ვაი, შე საცოდაო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი", - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.
მომღერალი ხარ, გაფასებენ, მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე გიწვევენ და დაკმაყოფილდი ამ სტატუსით!
პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე ხმამაღალი განცხადებების საკეთებლად არ არაის საკმარისი "რუსთავი 2"-ის ეკრანიდან მიღებული ცოდნა!.. არადა, აშკარად ეტყობა ყველა შენს გამოხტომას, რომ მხოლოდ ამ არხით არის ნაკვები შენი პოლიტიკური ცნობიერება!