ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსს და სხდომათა დარბაზს იყენებს პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნად, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოში ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“ანა დოლიძე საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით ადასტურებს, რომ ის არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსს და ხშირ შემთხვევაში, სხდომათა დარბაზს, იყენებს პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნად, იქმნის გარკვეულ ტრამპლინს იმისათვის, რომ პოლიტიკაში ფორმალურადაც სარფიანად გადაბარგდეს, გაყიდვადი იყოს საპარლამენტო არჩევნებში, 2020 წელს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან სარფიანად გაყიდვადი პოლიტიკოსის სტატუსი შეიძინოს”, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს.