რომან გოცირიძე ემზარ კვიციანს:  რომელი ფარაონის შთამომავალია თარხან - მოურავი?

რომან გოცირიძე ემზარ კვიციანს:  რომელი ფარაონის შთამომავალია თარხან - მოურავი?

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლალი ლაფიაშვილს უსმენენ, დეპუტატები ემზარ კვიციანი და რომან გოცირიძე რეპლიკის სახით ერთმანეთს გამოეპასუხნენ.

დეპუტატებს შორის რეპლიკა მას შემდეგ მოჰყვა, რაც კომიტეტის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა მას შეახსენა, რომ კითხვების დასასმელად მისი დრო იწურებოდა.

ემზარ კვიციანი: რომან გოცირიძის საათი სხვა საათია?

რომან გოცირიძე: ყურში უკარნახა თარხან მოურავმა...

ემზარ კვიციანი: თარხან მოურავის კარნახს რომ არ უყურებთ, იმიტომ გაქვთ კარგად საქმე თქვენ. მოუსმინეთ მაგის კარნახს და კარგ გზაზე დაგაყენებთ.

რომან გოცირიძე: შეკითხვა მაქვს, რომელი ფარაონის შთამომავალია თარხან-მოურავი?

ემზარ კციხიანი: თქვენს ფარაონზე ახლა დაგელაპარაკები... თქვენ რომელი ფარაონის შთამომავალიც ხართ...

 

 

 

Katana . -- რომელი ფარაონის შთამომავალია თარხან-მოურავი? - იკითხა კუპონამ, რომელიც ჯერ ჟვანიას მონა იყო (პუჩის პერიოდში), მერე შევარდნაძის, მერე მიშასი და ახლა ბოკერიას ერგო მემკვიდრეობით.
5 წლის უკან