ამერიკული Conti International კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება,- ამის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”-აცხადებენ კონსორციუმში.
ანაკლიის პორტის პროექტის ერთ-ერთი აქციონერის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.