რუსუდან კონჯარია: კანტი არ ვიცი და... მე აღარ მაოცებს, უფრორე მეშინია უმადურობის. სხვაშიც და საკუთარ თავშიც

რუსუდან კონჯარია: კანტი არ ვიცი და... მე აღარ მაოცებს, უფრორე მეშინია უმადურობის. სხვაშიც და საკუთარ თავშიც

რუსუდან კონჯარია სოციალურ ქსელში წერს:

გემახსოვრებათ, 2012 არჩევნებამდე, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერი და მისი თანამოაზრეები მოსახლეობას ხვდებოდნენ და თითქმის ყველა ასეთი შეხვედრა მაშინდელი "მეცხრე არხის" მიერ გადაიცემოდა.

ერთ-ერთ რაიონში, ივანიშვილის შესახვედრად შეგროვებულ ადამიანებს რომ აჩვენებდნენ, ერთ ახალგაზრდა ქალბატონზე გააჩერეს კადრი და კადრს მიღმა, წამყვანმა ასეთი რამ თქვა: რამდენიმე წლის წინ, ამ ქალის პატარა შვილი, სისხლის გათეთრების დიაგნოზით, "ფონდი ქართუს" ძალისხმევით, საზღვარგარეთ გაამგზავრეს, უმკურნალეს და გამოაჯანმრთელეს. ახლა, წლების შემდეგ, ამ ქალბატონმა ითხოვა, გამაცანით ივანიშვილი, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები და მადლობა მათქმევინეთო.

რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლო, მღელვარებისგან გაფითრებული და ამავე დროს, მადლიერებით სავსე, იმ ქალბატონის უტყვი მზერა არ ამომივა მეხსიერებიდან. კადრიდან ჩანდა, რომ ხმას ვერ იღებდა და თანმხლები პირი უხსნიდა მეცენატს, ვინ იყო და რა უნდოდა იმ ქალს.

ქვეყნად არავის ვუსურვებ დიდ ტკივილს და მძიმედ შეჯანჯღარებას, საკუთარ თავში მადლიერების გრძნობის შესაღვიძებლად, ან, სულაც, აღმოსაჩენად.

კანტი არ ვიცი და... მე აღარ მაოცებს, უფრორე მეშინია უმადურობის. სხვაშიც და საკუთარ თავშიც.

მე იმ ქალბატონის თვალები არასოდეს დამავიწყდება.

P.S. განსაკუთრებულად "რევიზიონისტული" მკითხველისთვის:

პოსტი არავის შეუკვეთავს. არც მერე ველი პრეფერენციებს.

მე ეს არ მჭირდება.

Katana .
პირადად მე და ჩემი ოჯახი არაფრითა ვართ დავალებული ივანიშვილისაგან და ბევრი მისი საქციელითაც არ დავრჩენილვარ აღფრთოვანებული, მაგრამ მაოცებს იმ ადამიანების უმადურობა, რომელთაც, წლების განმავლობაში, ბ-ნი ბიძინას დახმარებით ედგათ სული კი არა, ერთობ ხელგაშლილადაც ცხოვრობდნენ გაჭირვებული საქართველოს ფონზე... და ახლა დღე და ღამე მის ლანძღვასა და ცილისმწამებლური მონაჩმახების გავრცელებაში არიან!
გეთანხმებით - უმადურობა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისებაა ადამიანისა!
5 წლის უკან
სოციალისტი რუსუდან რომც არ აღნიშნოთ ისედაც ვიცით, რომ კანტი არ იცი! თქვენ იცით მხოლოდ კანტის ერთი გამონათქვამი, უფრო სწორად მის საფლავზე წარწერილი ეპიტაფია! ამასაც არაუშავს!
5 წლის უკან