ბიძინა გეგიძე პოლიტიკურ მომავალს გიორგი კვირიკაშვილს უკავშირებს

ბიძინა გეგიძე პოლიტიკურ მომავალს გიორგი კვირიკაშვილს უკავშირებს

“ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბიძინა გეგიძე პოლიტიკურ მომავალს მის ახლო მეგობარს, გიორგი კვირიკაშვილს უკავშირებს. “2020NEWS“-ის კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა მას ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან ალიანსში? - ბიძინა გეგიძე გვპასუხობს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება სწორედ გიორგი კვირიკაშვილმა მიაღებინა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

„ჩემს გეგმაში პარლამენტის წევრობა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შედიოდა. ბატონი გიორგი კვირიკაშვილის შემოთავაზება იყო გავმხდარიყავი ვაკის მაჟორიტარი. ასე, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება და მისი ფაქტორი იყო გადამწყვეტი“,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დაატოვებინა, რაც მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა.