ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ბერა ივანიშვილის კრიტიკოსებს მიმართავს:
“ბერა, შვილო, ძალიანაც კარგი ჰქენი, რომ 1,1 მილიონი აშშ დოლარი ამაზონის აღდგენის ფონდში გადარიცხე! აგერ, მამაშენმა 3 მილიარდი აშშ დოლარი დაახარჯა ამ ქვეყანას, მაგრამ ყვერთაოზები მაინც ლანძღავენ!
მახსოვს, 2013-ში დასეტყვილ მევენახეებს გადაურიცხა 80 მილიონი აშშ დოლარი, ამათ, ამ მევენახეებმა ვაზი გაჩეხეს, “მანქნები” იყიდეს და თბილისში ჩამოვიდნენ სატაქსაოდ!
მეტსაც გეტყვი, ბანკებში გაშავებულ 600 ათას ადამიანს ვალი დაუფარა, მადლობა არ დასცდენია ერთსაც კი! დენდროლოგიური პარკი ააშენა, ქვეყანას აჩუქა – თავისთვის უნდაო! ქუთაისში გრანდიოზულ უნივერსიტეტს აშენებს – რა ფეხებად გვინდაო!
აბასთუმანში მაგარ სიკეთეს აკეთებს – სახალხო ქონება მიითვისაო! რომელი ერთი ჩამოვთვალო?! იმედია, ამაზონის ჯუნგლების ბინადარნი მაინც გამოხატავენ მადლიერებას!” – წერს გელა ზედელაშვილი.