თქვენი კოლეგები რომ პარლამენტში სხედან, ეგ არის პრობლემა

თქვენი კოლეგები რომ პარლამენტში სხედან, ეგ არის პრობლემა

„თქვენი კოლეგები რომ პარლამენტში სხედან, ეგ არის პრობლემა“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, თინა ბოკუჩავას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ. კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავამ და აკაკი ზოიძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და ლევან მურუსიძეზე იკამათეს.

„თუ რაიმე იყო ამ გადაწყვეტილებებში, რაც აკაკი ზოიძეს არ მოსწონს, ეს გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მოსამართლეების მიერ, იმ კლანის მიერ, რომლებიც დღეს გვევლინებიან იმ სკამზე, რომელზეც დღეს ბატონი ნუგზარია წარმოდგენილი. ბატონო აკაკი, სანამ თითის გაშვერას დაიწყებთ თინა ბოკუჩავას, რომან გოცირიძის ან ნიკა მელიასკენ, გაიხსენეთ ის, რომ მაგალითად გიორგი გვრიტიშვილი გყავთ წარმოდგენილი კანდიდატად. თუ ვინმეს ეძებთ, ვინც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ეს იყო მურუსიძე. რომელიც დღეს კიდევ აკონტროლებს იმ კლანს, მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად“, - მიმართა თინა ბოკუჩავამ აკაკი ზოიძეს.

ბოკუჩავას თავის მხრივ აკაკი ზოიძემ უპასუხა: „საერთოდ, თქვენი კოლეგები რომ პარლამენტში სხედან, ეგ არის პრობლემა“.

თინა ბოკუჩავამ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს ფარსი უწოდა.

„ეს ყველაფერი არის ფარსი, საბოლოო გადაწყვეტილებებს იმაზე დაყრდნობით კი არ მიიღებთ, ბატონმა ნუგზარმა როგორ წარმოადგინა საკუთარი თავი. მივესალმები, ნამდვილად, ეს ადამიანი ყველანაირად ცდილობს სხვებისგან განსხვავებით, რომ პოლიტიკური განცხადებები არ აკეთოს. არც უდიპლომოა, არც თვითგამოცხადებულ ლიდერად წარმოგვიჩნდა, ბევრი სხვა მანკიერება არ გამოუვლენია, როგორც სხვა კანდიდატებმა, მათ შორის თადუმაძემ, რომელმაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომ ჩემი ყველაზე დიდი დამსახურება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლააო, ამიტომ ვარ გენპროკურორი და ამიტომ გავხდები ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და სავარაუდოდ თავმჯდომარეო. მივესალმები იმას, რომ ეს კანდიდატი თავს იკავებს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს გახდეს იმის მიზეზი, რომ ეს არ დანიშნოთ და დანიშნოთ სხვები, რომლებიც პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ივანიშვილის მთავარ ოპონენტთან. ამიტომ არის სამწუხაროდ ეს ყველაფერი ფარსი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ.

tngh "ნაც-ოპოზიცია" ისე ლაპარაკობს 'კლანზე", თითქოს ეს მოსამართლეები მათივე დანიშნული იყვნენ... თანაც, ზარ-ზეიმით!!!
5 წლის უკან