ზურა ჯაფარიძეს ბიძინა ივანიშვილთან საუბარი სურს – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა NEWPOST-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია აინტერსებს როგორი ადამიანია და რა ინტერესები აქვს ბიძინა ივანიშვილს, სწორედ ამიტომ, სიამოვნებით ისაუბრებდა ექს-პრემიერთან.
ჯაფარიძის თქმით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხეებით დაინტერესება და დენდროლოგიური პარკის კეთება. მეტიც, ტყის ფლობის შემთხვევაში, თავადაც სათითაოდ მიყიდდა ყველა ხეს, ვინაიდან ეს მთავარი პრობლემა არ არის და ის უფრო საინტერესოა, ზოგადად რა მიზნები ამოძრავებს მას.
ჯაფარიძის აზრით ბიძინა ივანიშვილისთვის პრიორიტეტი პირადი უსაფრთხოებაა.
„მთავარი კითხვა ეგ მაქვს – რა უნდა? იქნებ უკეთესი რაღაცები ვაპოვნინო რაც მათ შორის ამ გარემოსთვის სადაც ჩემი შვილები იცხოვრებენ უკეთესი იქნება“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.