ხელისუფლება დიდი ჰესების მშენებლობას იწყებს. მთავრობის წარმომადგენლებმა ჰესების მშენებლობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დიდი ჰესები არ აშენდება, ელექტროენერგიის ტარიფები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ დიდი ჰესების მშნებლობა კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება. ამასთან, როგორც გიორხელიძე გვეუნება, საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობა არ არსებობს.
“ენერგეტიკისა და ეკონომიკის განვითარება ერთმანეთთან უნდა იყოს მიბმული. ფულის კეთების მიზნით ვიღაცამ ჰესები ააშენოს და მერე ელექტროენერგია თურქეთში გაიტანოს, არ არის სწორი. იმ შემთხვევაში, თუ კაშხალური ჰესების მშენებლობაზეა საუბარი, ამის დაშვება უბრალოდ არ შეიძლება.
სამწუხაროდ, ენერგეტიკოსებშიც არინ არაკეთილსინდისირი ადამიანები, რომელბიც ლობირებენ ჰესების მშენებლობას, რაც არის პროფესიული უპასუხისმგებლობა.
იმ თემით შანტაჟი, რომ თუ ჰესები არ აშენდება, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, არასწორია. თუ ჰესები არ აშენდება, ტარიფები ისედაც გაიზრდება. ჰესების მშენებლობაში იკვეთება კერძო ინტერესები, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია ლობირებს. თავად ვიყავი მონაწილე იმ კონცეფციისა, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის განვითარებას ეხება.
არაერთ ენერგეტიკოსს ვიცნობ, რომელიც უბრალოდ პროფესიული თვალსაზრისით უპასუხისმგებლოა და გარკვეული გავლენის ჯგუფებს ლობირებს“,- განცხადა დემურ გიორხელიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ჰესები არ აშენდება, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება.