ქაცარავამ

ქაცარავამ "გირჩი" ამხილა: "ზურა ჯაფარიძის და მისი სექტის საქციელი იყო უღირსი და ნაძირლური"

2018 წლის 10 ნოემბერს, “გირჩის” ანტისაოკუპაციო აქციაზე დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს. ანტისოაკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი, დავით ქაცარავა მაშინდელი ფაქტის ინიციატორებს ამხელს:

“ეს იყო აბსოლუტურად უღირსი საქციელი. ამ საქციელის შესახებ როგორც კი შევიტყვეთ, რომ “გირჩი” აპირებდა უკანალის ჩვენებას, ვთხოვეთ, არავითარ შემთხვევაში არ გაეკეთებინათ. ვინაიდან, ზურა ჯაფარიძე და მისი მიმდევრები, მისი სექტა, ტრაკებს, პირველ რიგში, აჩვენებდნენ ჩვენს პოლიციას და შემდეგ უკვე რუსებს.

ამითი მათ შეურაცხყვეს სრულიად საქართველო. მეორე დღეს ჩვენ მივიღეთ რუსებისგან და ოსებისგან პასუხი, რომ “ქართველი არასოდეს აჩვენებს, თავის ნამდვილ სახეს”, რასაც ჩვენ ვერასდროს მივიღებთ. სხვათა შორის, ტროლებიც ძალიან ეფექტურად ხმარობენ ამას, რომ თითქოს ქაცარავამ და “ანტისაოკუპაციო მოძრაობამ” ჩაიხადა. ზურა ჯაფარიძეს არც ერთხელ არ გაუკეთებია განცხადება, რომ ეს მისი ინიციატივა იყო. ეს იყო უღირსი და ნაძირლური საქციელი. ვერასოდეს ვერ მივიღებ ამ ნაძირლურ საქციელს”.