პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ყველა სექსუალური შევიწროებისა თუ ნეპოტიზმის ფაქტი ობიექტურად გამოძიებული უნდა იყოს. მან აღნიშნული განცახდება ჟურნალისტებთან გააკეთა.
ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული. პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ ნეპოტიზმზე და სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს.