,,საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან ასეთი ღირსეული ქცევა არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს ადამიანი განთქმულია თავისი ქველმოქმედებით, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ეს მხოლოდ მისასალმებელი და საამაყოა. მით უმეტეს, რომ ამ ოჯახს ვერავინ უსაყვედურებს, რომ ყურადღებას აკლებს სამშობლოს. მის სახელს უკავშირდება არაერთი უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო პროექტი, მათ შორის ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის გრანდიოზული, მილიარდ ევროიანი პროექტი, ასევე, საქართველოს ისტორიული ძეგლების და ტაძრების რესტავრაცია და უამრავი სხვა სიკეთე. ქველმოქმედების კრიტიკა უბრალოდ გაუგებარია", ამის შესახებ პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვის შესახებ განაცხადა.
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
არაა საჭირო მიწაზე ყურის დადება, ახლა კვნესა კი არა გმინვა ისმის! რა გეშველებათ ამდენ "პადოშას"!