დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარედ აირჩიეს

დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარედ, კომისიამ დავით ნარმანია აირჩია.

მის კანდიდატურას კომისიის ოთხივე წევრმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სემეკ-ის თავმჯდომარეს უშუალოდ კომისიის წევრები საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ.

შეგახსენებთ, სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა.

 

 

სოციალისტი კარგია. უჭირს და ცოტას მოითქვამს სულს! ბმული
5 წლის უკან