პაატა ზაქარეიშვილი: საქართველო რუსეთის განცხადებას არ უნდა უსმენდეს

 პაატა ზაქარეიშვილი: საქართველო რუსეთის განცხადებას არ უნდა უსმენდეს

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS“ -თან აცხადბს, რომ რუსეთის პრემიერის განცხადება საქართველოსთვის არაფერს უნდა ნიშნავდეს.

მისი თქმით, საქართველომ მეტად უნდა იაქტიუროს ნატოში ინტეგრაციის მხრივ.

“რუსეთის განცხადებებს არ უნდა ვუსმენდეთ. ჩვენ ისე არ მივისწრაფვით ნატოსკენ, როგორც საჭიროა, რაც სამწუხაროა. მედვედევის განცხადება არის მორიგი ჰაერში გასროლილი სიტყვები. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის პრემიერი უსაფუძვლოდ საუბრობს. ვისურვებდი, რომ საქართველომ უფრო რეალური ნაბიჯები გადადგას ნატოში ინტეგრაციის მხრივ“- განაცხდა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ნატოს ბაზების განათავსებას კავკასიის რეგიონში, რუსეთი პოლიტიკური და სამხედრო გზით უპასუხებს.

 

tngh გამოჩნდა კიდევ ერთი "ბრძენი"...
5 წლის უკან