გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-24 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.