უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლევან მიქაბერიძის შეფასებით, ყველა მოსამართლე ინდივიდუალურად დამოუკიდებელია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია.
„მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის ხარისხი განაპირობებს ზოგადად სასამართლოს დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა ლევან მიქაბერიძემ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.