რატომ გაჰყავს ბავშვი ძალის გამოყენებით პოლიციელს მეტროსადგურიდან? - რა მოხდა ისანში

რატომ გაჰყავს ბავშვი ძალის გამოყენებით პოლიციელს მეტროსადგურიდან? - რა მოხდა ისანში

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს პატარა ბავშვი, რომელიც ტირის და პოლიციას ძალის გამოყენებით გაჰყავს.

ვიდეოში ისმის ქალი პოლიციელის ხმა, რომელიც ბავშვს მიმართავს და ეუბნება, რომ "აქ ჯდომა არ შეიძლება", მეორე პოლიციელს კი ბავშვი ხელში აჰყავს და ძალით გაყავს ტერიტორიიდან.

შემთხვევა მეტროსადგურ "ისნის" ტერორიაზე ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევა 18 ოქტომბერს მოხდა და რომ 10 წლის ბავშვის მიერ ძარცვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც პატრულმა ბავშვი "ცოტა ხნით შეაკავა".

შსს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/178 მუხლებითაა დაწყებული [ძარცვის მცდელობა] და გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი 10 წლისაა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

კითხვაზე, დაეკისრა/დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა პოლიციელს, რომელსაც ამ ფორმით გაჰყავს ბავშვი ტერიტორიიდან, შსს-ში ამბობენ, რომ "ეს იყო ბავშვის ცოტა ხნით შეკავება".