გოცირიძე:  თურმე არსებობს წიგნი “დიდოსტატის კონსტანტინოპოლის მარჯვენა“- სწორია, კარგად თქვა

გოცირიძე:  თურმე არსებობს წიგნი “დიდოსტატის კონსტანტინოპოლის მარჯვენა“- სწორია, კარგად თქვა

„შალვა თადუმაძეს უთქვამს თურმე არსებობს წიგნი „დიდოსტატის კონსტანტინოპოლის მარჯვენა“, - სწორია, კარგად თქვა“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც:„ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

„მას უთქვამს კონფერენციაზე, რომ თურმე შეკითხვა არასწორად იქნა დასმული, რომ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი წიგნი არ არსებობს. თურმე არსებობს წიგნი „დიდოსტატის კონსტანტინოპოლის მარჯვენა“- სწორია, კარგად თქვა“,-დასძენს რომან გოცირიძე.

მან შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დიპლომის ნამდვილობა ვერ დადგინდა, რაც შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

“ჯერ ერთი იმათ, ვინც გააყალბა დიპლომი და ეს ეხება უნივერსიტეტსაც, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კომენტარს თავს არიდებს, მედიაში არ ჩანან. ამიტომ, როგორც უნივერსიტეტი შეიძლება იყოს დამნაშავე, ასევე ის ადამიანი, რომელმაც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა. დღეს უკვე საუბარია არა იმაზე მისი საბუთები შეესაბამება თუ არა მისი საბუთები იმ თანამდებობას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს, არამედ დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

სოციალისტი ეს გოცირიძე რა ტვინის პატრონიცაა ყველა ხედავთ, გაუკუღმართებული პარტიული ჭკუა აქვს! ახლა ვახუშტი მენაბდეც რომ აჰყვა?! ერთი რაღაც მაინტერესებს, თუ ის დიპლომი ყალბია და რაც უნდათ ის ჩაწერა იმან ვინც გააყალბა, როგორც 1993 ჩაწერა არ შეეძლო 1994 ჩაეწერა, მისთვის რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას, ერთიც ყალბი იქნებოდა და მეორეც??!! თანაც ყველა გამყალბებელი ცდილობს სიყალბე სინამდვილეს მაქსიმალურად მიამსგავსოს, რომ გაყალბების ფაქტი თვალშისაცემი არ იყოს! ვინც ეს დიპლომი გამოწერა იმან რა, არ იცოდა რომ უნივერსიტეტმა რეგისტრაცია 1994 წელს გაიარა?! ყველაფერი ამის, ამ ელემენტარული ორსაფეხურიანი ლოგიკის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ თავდუმაძის დპლომი ნამდვილია! ეჭვიც არ შეგეპაროთ!
5 წლის უკან