“ევროპულმა საქართველომ“ ზალკალიანი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა

“ევროპულმა საქართველომ“ ზალკალიანი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა

„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს კომიტეტის სხდომაზე იბარებს.

„მე ვხვდები რატომ არ გინდათ კომიტეტზე მოსვლა, რადგან აქ ძალიან ბევრი კითხვა დააიგნორეთ. მოდით კომიტეტზე, კანონს ნუ დაარღვევთ, თორემ პოლიტიკური პრობლემები გექნებათ, მარტო ჩემგან არა, უმრავლესობისგან გექნებათ“, - მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ დავით ზალკალიანს.

დავით ზალკალიანს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.