ხმალაძე:  „არ შეიძლება პრეზიდენტი კითხვას ასე პასუხობდეს..“

ხმალაძე:  „არ შეიძლება პრეზიდენტი კითხვას ასე პასუხობდეს..“

„ასეთი მოქმედებები მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს პრეზიდენტის ავტორიტეტზე", - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ თბილისობის დღესასწაულზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უკავშირდებოდა.

„დაწყნარდით, რატომ ხართ ასე? მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს. მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ", - უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

ხმალაძის თქმით, პრეზიდენტს არაერთი მსგავსი განცხადება გაუკეთებია, რომელის გამოც ზურაბიშვილის ავტორიტეტი ეცემა.

„არ შეიძლება პრეზიდენტი კითხვას ასე პასუხობდეს, მიუღებელია. პრეზიდენტის მოქმედებები და განცხადებები გასაგები და უნდა იყოს საზოგადოებისთვის და მისი დიდი ნაწილისთვის მისაღები და როდესაც ასე არ ხდება, ეს ძალიან ცუდია.

„ასეთი მოქმედებები მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს პრეზიდენტის ავტორიტეტზე. აქ კიდევ ერთი რამაა გასათვალისწინებელი - საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები მკვეთრად შეზღუდულია, პრეზიდენტის გავლენა საზოგადოებაზე ძირითადად ეფუძნება ხოლმე პრეზიდენტის ავტორიტეტს, იმას თუ პრეზიდენტის სიტყვა რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და, ჩვენ სამწუხაროდ, არაერთი და ორი განცხადება მოგვისმენია პრეზიდენტისაგან, რომელიც არანაირად არ ზრდის მის ავტორიტეტს", - აცხადებს ხმალაძე.

Katana . სხვა რა დარჩენია?!. ხომ არ იტყვის, არ წამიკითხავს და აზრზე არა ვარ, რას მოვაწერე ხელიო!
5 წლის უკან