“გენდერული საბჭო ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე ვერ თანხმდება - დასაგმობია თუ სოლიდარული“

“გენდერული საბჭო ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე ვერ თანხმდება - დასაგმობია თუ სოლიდარული“

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენდერული საბჭოს საქმიანობას აკრიტიკებს. დეპუტატის თქმით, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მის მიმართ მძიმე გამონათქვამი დააფიქსირა, გენდერული საბჭო დუმდა.

საბჭომ განცხადება ვერ გაავრცელა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ქალბატონებს მაია ცქიტიშვილთან პირადი ურთიერთობები აქვთ. ეკა ბესელია იმასაც დასძენს, რომ გენდერული საბჭო მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზეც ვერ თანხმდება - ეს დასაგმობია თუ სოლიდარული.

„გუშინ ნახეთ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთხმად როგორ დაირაზმნენ და დაიწყეს დაგმობა მაშინ, როცა წინა დღეებში ასეთი სოლიდარობა უნდა გამოეხატათ და ამის დაფიქსირება გაუჭირდათ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რითაც მმართველი პარტია გამოირჩევა. გენდერული საბჭო ჩემს ბოლო ინციდენტზე ვერ თანხმდება, რომ განცხადება გაავრცელოს, ეს უნდა იყოს დამგმობი თუ სოლიდარული. პრობლემაა ხედვისა და აღქმისა იმ საკითხების, რაც აზრთა სხვადასხვაობას არ უნდა იწვევდეს. სამწუხაროა, რომ ეს გენდერულ საბჭოს ეხება, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს. გენდერული საბჭო განცხადების ტექსტს კონფიდენციალურად იხილავდა, აღმოჩნდა, რომ ჩემთან მოვიდა განცხადების პროექტი, რომელსაც თურმე, ვიღაცეები არ ეთანხმებიან. ეს ეხება ვანო ზარდიაშვილთან ინციდენტს. ვინ არ ეთანხმება და სად იხილება განცხადება, როგორც საბჭოს წევრმა არ ვიცი, რაც ცუდი ფორმაა, რადგან თუ საბჭოს წევრი ვარ, უნდა ვიცოდე, რა იხილება. განცხადების პროექტი ვერ გამოქვეყნდა, თურმე, განსხვავებული პოზიციები არსებობს. განცხადების მეორე ვერსია მომზადდა, რომლის განხილვა გადაიდო, მაგრამ რა განხილვა მიმდინარეობს, არ ვიცი და ეს პრობლემაა საბჭოს მუშაობის. ეს არ არის გამჭვირვალეობა. ეს ყალბი, პათეთიკური, საჯარო სოლიდარობა და დაგმობა თუ ქმედების საწინააღნდეგოა, არაფერს აღარ ნიშნავს. მაია ცქიტიშვილის ფაქტზე საბჭოს მივმართე და დუმილი იყო. არც კი მიპასუხეს. მათ შორის, არც თამარ ჩუგოშვილმა. რატომ დუმდა? იმიტომ, რომ პირადი ურთიერთობების გამო ცქიტიშვილისთვის არ უნდა ეწყენინებინათ. მაშინ, სად იყო, ჩუგოშვილი? - ეს ჩემი კრიტიკა იმას ეხება, რომ არ შეიძლება არც ორმაგი სტანდარტი და არც ორ სკამზე ჯდომა. ეს ამბავი არ გამოდის, რადგან ქვეყანაში ყველაფრის სახელს არქმევენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

tngh მთელი წელია ტელევიზორი და უთო ვერ ჩავრთე... ან ბესელიაა, ან ჯანეზაშვილი, ან დოლიძე....
5 წლის უკან