“რა ბოდვაა, რა “ობსერვატორიის ჩაყლაპვაზე” ლაპარაკობს ეს უტვინო ხალხი?! ბიძინა ივანიშვილმა ობსერვატორიას უნიკალური ტელესკოპი უყიდა! ეს არ იციან ობსერვატორიაში და ილიას უნივერსიტეტში?!” – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “მთავარი არხი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს ობსერვატორიის შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემასა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით.
“დიახ, აბასთუმნის ობსერვატორია არ უნდა იყოს ერთი უნივერსიტეტის “საკუთრება”! ობსერვატორია, როგორც სამეცნიერო ბაზა, ყველა უმაღლეს სასწავლებელს უნდა “მოემსახუროს”! რას უპირებს ივანიშვილი ობსერვატორიას?
რას უნდა უპირებდეს, თქვე უტვინოებო, ეს ობსერვატორია მსოფლიო მნიშვნელობის არის, მსოფლიო საკუთრებაა და მსოფლიო გლობალურ ქსელშია ჩართული, რას უნდა უპირებდეს?! მართლა სამარცხვინოა ასეთი სიუჟეტების მომზადება! ეს ცილისწამებაც არ არის, ეს არის ქვეყნის მტრობა!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.
თან ოპოზიციას არ გაახედებს, თურმე!
აი, ეგრე!..