ზაალ ანჯაფარიძე:  „როდესაც ნახეს რომ ვერ

ზაალ ანჯაფარიძე:  „როდესაც ნახეს რომ ვერ "მიაჩმორებდნენ"  უბრალოდ გაიქცნენ“

როდესაც ნახეს რომ ვერ "მიაჩმორებდნენ" და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ - წერს სოციალურ ქსელში, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კი ურჩია აქაურ კოლეგას ოპოზიცია კოლეგებად განიხილეო, მაგრამ დღევანდელი საქციელის მერე როგორ გინდა ასეთი ოპოზიცია კოლეგებად აღიქვა?!, ეს მართლაც დიდი გმირობის ტოლფასია

დღეს იმდენი ტყუილი და სიბინძურე ანთხიეს, რომ ნალექებისა არ იყოს, თვიურ ნორმას გადააჭარბეს.

ჯერ გახარიას მოსმენას ბოიკოტს უცხადებდნენ, მერე მაინც მოუსმინეს და როდესაც ნახეს რომ ვერ "მიაჩმორებდნენ" და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ, სხვა რამეს ამას ვერ უწოდებ. გაიქცნენ ისე როგორც თამაშიდან გარბის ხოლმე შულერი. ერთი გონიერი არ აღმოაჩნდათ ვინც გონზე მოიყვანდათ :)

დღეს გაირკვა რომ ფარატინა ფურცელზე ნაწერის ექსპერტიზას, თანაც ლონდონში, 6 თვე დასჭირდა და ჯერ კიდევ არაა დასრულებული და ეს მივიწყებული ამბავი რატომღაც გახარიას მოსმენის დღეს "გაახსენდათ."

არადა ამ ხალხს "დასავლური უჭირავს", უამრავი ტრენინგ-სემინარი აქვთ გავლილი დასავლეთში, ზოგს იქ განათლება მიღებული, მაგრამ ეტყობათ რამეში ეს?

მოკლედ, წააგეს თამაში

amo ქართველო, ახლა მაინც, შეიგნე რამე? ვაი, ჩვენ თავს უბედურს!
5 წლის უკან
სოციალისტი ანჯაფარიძე -"არადა ამ ხალხს "დასავლური უჭირავს", უამრავი ტრენინგ-სემინარი აქვთ გავლილი დასავლეთში, ზოგს იქ განათლება მიღებული, მაგრამ ეტყობათ რამეში ეს?"
როგორ არ ეტყობათ, რასაც ამათში ვხედავთ ესაა "იმ დასავლეთის" ნამდვილი შინაარსი და სახე!
5 წლის უკან