ნაც.მოძრაობის ლიდერს, მამუკა გამყრელიძეს აშშ-ს ახალი ელჩი არ მოსწონს – რას უწუნებს რუსი ბიზნესმენი ამერიკელ დიპლომატს

ნაც.მოძრაობის ლიდერს, მამუკა გამყრელიძეს აშშ-ს ახალი ელჩი არ მოსწონს – რას უწუნებს რუსი ბიზნესმენი ამერიკელ დიპლომატს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალური ქსელით მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა:

“პროდასავლური” ოპოზიციის მორიგი მარგალიტი. აი, რას ამბობს რუსეთის მოქალაქე და იქ ბიზნესით დაკავებული მიშას ეპოქის დიპლომატი გამყრელიძე:

კელი დენიანის ელჩად წარდგენას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე „დამკვირვებელს“ უწოდებს.

„აშშ-ს ტრამპმა წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ კელი დენიანი (Kelly Degnan) წარადგინა საქართველოში ელჩის პოზიციაზე. მისი, ფრიად მოკრძალებული ბიოგრაფია მაფიქრებინებს, რომ ის უფრო დამკვირვებლის როლში იქნება, ვიდრე პროცესის აქტიური მონაწილის, თუმცა, ხანდახან სწორედ არაფრით გამორჩეული ფიგურები თამაშობენ გადამწყვეტ როლს,“ – აცხადებს გამყრელიძე.

 

amo ერთი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა (მაგ. მიშა მშვილდაძის) ტვინში "ჩამახედა", კი ვიცი იქ რაც დამვდება, მაგრამ მაინც. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთის მოქალაქე და იქ ბიზნესით დაკავებული მამუკა გამყრელიძე “პროდასავლურია” და გიორგი გახარია რუსეთუმე და მათი აგენტი? თურმე კელი დანიანი ფრიად მოკრძალებული ბიოგრაფიის მქონეა და რას მივა ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერსა და ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩთან. ვაი, თქვენს პატრონს, თუმცა მეტი ტვინი (საქვეყნო, თორემ სათავისო რომ აქვს ეტყობა, მის მოძრაობის მაშტაბებს) რომ ჰქონდეს ნაცი, ხომ არ იქნებოდა.
5 წლის უკან