„ექიმი ჰაუსის“ მთავარი გმირი ახალ სერიალში გამოჩნდება

„ექიმი ჰაუსის“ მთავარი გმირი ახალ სერიალში გამოჩნდება

ჰოლივუდის  ვარსკვლავი, ბრიტანელი მსახიობი ჰიუ ლორი, ტელეეკრანებს უბრუნდება. - ინფორმაციას Hollywoodreporter-ი ავრცელებს. მსახიობი  BBC-ის ახალ ტელესერიალში გამოჩნდება, რომელსაც რეჟისორი პიტერ ვენგერი გადაიღებს. სერიალს „roadkill“ ერქმევა და პოლიტიკურ-სამეცნიერო თრილერის სახის იქნება. გამოცემის ცნობით, სერიალის სიუჟეტი კონსერვატორი პოლიტიკოსის შესახებ მოგვითხრობს.

ჰიუ ლორი სერიალ „ექიმი ჰაუსის“ მთავარი გმირია, რომელიც უკვე წლებია საზოგადოების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია და პოპულარულობას არ კარგავს. მსახიობს ამ როლის განსახიერებისთვის, სატელევიზიო დრამაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს გლობუსიც“ გადასცეს. 2016 წელს კი ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.