ზომბების შვიდმაგი სტანდარტი - (ვიდეო)

ზომბების შვიდმაგი სტანდარტი - (ვიდეო)

„ასეთი შვიდმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, ამიტომ წააგებთ ყველა ბრძოლას ნაცებო და მათთან გათანაბრებულო ენჯეოშნიკებო" - ამბობს ინტერნეტ ტელევიზია  POSTV-ის „მედიარენდგენის" ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი.

„მედიარენდგენი" შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციების მონაწილე ნაციონალური მოძრაობის წევრებს სიცრუეში ამხელს.

საუბარია ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც აქციის მონაწილეები იუწყებოდნენ, თითქოს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტყვიაგაუმტარი მინები მიიტანეს.

„მედია რენდგენმა" გაარკვია, რომ სინადვილეში ეს შუშები დაშლილი აკვარიუმის კედლებია და წლებია, იქ დევს.

„ამასწინათ შოთა უტიაშვილმა წამოროშა რუსეთთან ომაა საქართველოს შვება მოუტანაო. მის სახლთან მეორე დღეს მოქალაქეთა ჯგუფი შეიკრიბა, რომელმაც ეს სიბინძურე გააპროტესტა. უნდა გენახათ ჩვენი ოპოზიციისა და ენჯეოშნიკების ერთობლიოვი ქორო, რომელიც ერთხმად აყვირდა საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვა როგორ შეიძლებაო. და ეს ზომბები რომ ყოველღამე  შაბაშებს აწყობენ მოსულა? ეს ქცევა მოსულა?თუმცა, ეს ხომ ბიძინას სახლთან ხდება ანუ ეს ადამიანის უფლებების დარღვევა კი არა  - ოლიგარქთან ბრძოლის მეთოდია" - ამბობს შალვა რამიშვილი.

უ ც ხ ო . შალვა, მთელ შენს ჟურნალისტურ საქმიანობაში "მედია რენტგენი" ყველაზე წარმატებული და სასარგებლო პროექტი მგონია! მომეწონა ყველა გამოშვება, რაც კი მინახავს...
5 წლის უკან