“ბატონო გუბაზ, ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან…” – ირმა ჭკადუა გუბაზ სანიკიძეს მიმართავს (ვიდეო)

“ბატონო გუბაზ, ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან…” – ირმა ჭკადუა გუბაზ სანიკიძეს მიმართავს (ვიდეო)

“ქაჯო, უვიცო, გადამგდებო, არაკაცო, ჩასვრილო” – ამ ეპითეტებით შეამკო გუბაზ სანიკიძემ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში. სანიკიძეს არაეთიკური მიმართვა “მულტიმედიამ” გაავრცელა.

გუბაზ სანიკიძის ამ განცხადებას, ადვოკატი ირმა ჭკადუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ დეპუტატს მიმართა:

“რაოდენ სამწუხაროა, როდესაც გენიალური ლევან სანიკიძის შვილი და საკმაოდ განათლებული მამაკაცი ილანძღება უშვერი სიტყვებით და იწყევლება.

ვფიქრობ, რომ გუბაზ სანიკიძე 21-ე საუკუნის პოლიტიკას რადიკალურად სცდება. ვერ გამოვიდა 90-იანი წლების რიტორიკიდან და კვლავ რაღაც გაურვეველ პოლიტ.ხედვებს ახვევს თავს საზოგადოებას.

ბატონო გუბაზ, დაახლოებით 30 წელია რაც ხართ პოლიტიკაში, მე ყოველშემთხვევაში ასე მახსოვს და მაქვს ასეთი შეკითხვა თქვენთან, როგორც პოლიტიკოსთან, რა გაგიკეთებიათ პოლიტიკურად ქვეყნისთვის? – იყავით არაერთგზის პარლამენტის წევრი და შეგიძლიათ გარდა თქვენი განცხადებებისა მითხრათ ერთი კანონპროექტი, რომელიც დააყენეთ დღის წესრიგში, გავიდა და ამან მოუტანა სიკეთე ხალხს?

კამერებთან საუბარი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა ეს ძალინ მარტივია და ეს არ არის პოლიტიკა. – ეს პოლიტიკოსობანას თამაშია. ვფიქრობ, რომ ეს არ არის საქციელი. რომელიც პოლიტიკოს შეეფერება… მე მაინტერესებს ვილაპარაკოთ არა პოლიტიკოსობანაზე, არამედ რეალურ პოლიტიკაზე. თქვენი პოლიტიკური და არაერთგზის საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში რა სასარგებლო ინიციატივები დააყენეთ ქვეყნისთვის? კანონი და მართვა ეს ხომ პოლიტიკოსის, დეპუტატის პირდაპირი მოვალეობაა?!-  რომელი კომიტეტით ახდენდით პროცესის მართვას აღმასრულებელ ხელისუფლებაში? იქნებ კარგად გაიხსენოთ თქვენი 2012-2016 წლების საპარლამენტო ცხოვრება.

და სანამ სხვას დაუწყებთ ლანძღვას და ვაჭრის ძახილს მანამდე სჯობს, რომ ყველამ “საკუთარი საშოვნელი მილიონები დაითვალოს”…. საქართველოს და მსოფლიოს. მომავალი არის რაციონალურად მოაზროვნე ახალგაზრდების….“, – წერს ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

thrgg@yahoo.com ფუუუუ, არაკაცი...
5 წლის უკან
სოციალისტი რას იტყვით, არ არის დრო ამ გასიებულს კვვეთებულის ლოცვები ძალით წაუკითხოს ძალიან დახელოვნებულმა ღვთიმსახურმა?!
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ვაჭრობა ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი დარგია, მეხოფეები კი ერთ-ერთი პატივსაცემი პროფესია, შენ კი ერის განვითარების შემაფერხებელ დესტრუქციულ პიროვნებად იქეცი კარგა ხანია და თუ კიდევ შემოგრჩა სინდის-ნამუსის იოტისოდენა ნატამალი, რაც არა გვგონია, შეცვალე რიტორიკა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, სანამ ბოლომდე საძულველი არსება არ გამხდარხარ, გამოდი და თქვი შევცდი და არ ვარ მართალიო, თუმცა ამას ვაჟკაცობა უნდა და შენ არა გვგონია შემოგრჩენოდეს იგი.ვფიქრობ რაღაც შანსი კიდევ გაქვს მგონი, ხალხი გულდასმით გიყურებს და იმახსოვრებს შენ დესტრუქციულ ქმედებებს!!!
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ”ფარისეველნო, გაუტანელნო,
სხვასთან თავმხრელნო,
შინ ორმოს მთხრელნო,
ნაგავის მყრელნო,
თქვე ჭრელო გველნო,
რამ შეგაძულათ,
სთქვით, საქართველო?!”
აკაკი
5 წლის უკან
თამაზი ნეტა რა გეშველება გუბაზ. შენი ადგილი აქუბარდიას ბირჟაზეა. იჯექით და იჭორავეთ შენ და დათიკომ.
5 წლის უკან
amo ისტორიკოსი ხომ ხარ? ვისაც არ ეზარება ხომ შეაქვთ ეჭვი აფხაზეთის, სამაჩაბლოს, დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილებაზე? ბიძინას გინებას ხომ სჯობს დაწეროთ ამ კუთხით ნაშრომი, თარგმნოთ და გაავრცელოთ (შენ ნაშრომი მიუტანე ბიძინას და დანარჩენს თვითონ მიხედავს)? მაგრამ ამის თავი შენ ეტყობა არა გაქვს (თავი ფიზიკურად შენ, რომ გაქვს იცოცხლე, მარა . . .).
5 წლის უკან