„სუხიშვილების“ ანსამბლის ყოფილი სოლისტი თეა დარჩია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს. დარჩიამ თავის მოსწავლეებთან ერთად თვალზეხელაფარებულმა იცეკვა. ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. თეა დარჩიას ქმედება საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, მათი აზრით, მან ბავშვთა უფლებები დაარღვია და ბავშვთა უფლებების დამცველებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.
აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“სამარცხვინოა, რასაც პატარა ბავშვებს ასწავლის ეს ,,პედაგოგი,,!!!
ყველაფრის პოლიტიკურად, მუქად გაფერადება კარგს არ მოუტანს მომავალ თაობას.
თავის დროზე: ცოცხით ამ ქალბატონის ცეკვა არ მახსოვს და არც ,,დენდარტყმული უცეკვია,, ნიკა კვინტრაძესავით!
სამარცხვინოა რაც ხდება! რა ცეკვაა ეს? ან რა ხელოვნებაა? პროტესტია?!-და ინსტრუმენტად ვინაა გამოყენებული?! 6-8წლის ბავშვები…
ყველაფრის პოლიტიზირება დაუშვებელია! ეგებ მე ვერ ვხვდები?!”, – წერს ჩრდილელი სოციალურ ქსელში.