"თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი აქტივისტი, დანიელ თევზაძე ამბობს, რომ მსვლელობის შესახებ, რომელიც 8 ივლისს გაიმართა ლგბტ თემისა და მისი მხარდაჭერების უმრავლესობამ არაფერი იცოდა. თევზაძემ პრაიდის ორგანოზატორები გააკრიტიკა და თქვა, რომ ამას „ღირსების მარში“ აღარ ჰქვია:
"მართლა სჯობდა, ასეთ ჩატარებას, საერთოდ არ ჩატარებულიყო თბილისი პრაიდი. ლგბტ+ თემისა და მისი მხარდაჭერების უმრავლესობამ არაფერი ვიცოდით, არც არაფერი გვითხრეს, არც იმაზე გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენს გარეშე ატარებდნენ პრაიდს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით" - დაწერა თევზაძემ.
კრიტიკას უპასუხა „მარშის“ ორგანოზატორმა ნინო ბოლქვაძემ. მისი აზრით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის:
"ყველას ვინც მარშზე დარეგისტრირდა დავუკავშირდით, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა განვითარდა შემდეგნაირად: შსს-მ გვითხრა რომ არანაირი დაცვა არ იქნებოდა, არც ტრანსპორტი. ვიცოდით, რომ პრაიდზე დარეგისტრირებულ ასობით ადამიანის უსაფრთხოების მენეჯმენტს ამ პირობებში ვერ უზრუნველყოფდით. სხვა გამოსავალი არ გვქონდა - გავაუქმეთ მასშტაბური ღონისძიება. დანარჩენში გეთანხმებით პარტიზანული პრაიდი არ არსებობს. მგონი, დაპირისპირების დრო არ არის, პირიქით უნდა ვაერთიანდეთ ისე რომ მომავალ წელს გავიდეთ ათასობით ადამიანი" - აღნიშნა ბოლქვაძემ.