რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოში ფრენა განაახლოს. ამის შესახებ რუსული მედია, დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ავიამიმოსვლა განახლდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მდგომარეობა დასტაბილურდება, „რუსოფობიის შეჩერდება“ და თბილისი უზრუნველყოფს რუსი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
როგორც მედისაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხი ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ დადგა. გუშინ ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებზე.უახლოეს მომავალში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების დაბრუნების საკითხიც დადგეს.