თბილისის მერი, კახა კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ჰქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა.
ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“ - წერს კალაძე.