ზაზა შათირიშვილი: ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც

ზაზა შათირიშვილი: ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც

დასავლური ლიბერალიზმის ეს მანკიერი, ახალი მხარე, რომელიც თავისუფლების ნაცვლად, ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებასა და ჩაგვრასთან არის დაკავშირებული, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში - ერთგვარ სტანდარტად ჩამოყალიბდა, სტანდარტად, რომლის დაცვასაც არა მხოლოდ ამ გაერთიანებაში შემავალ, არამედ, მისი წევრობის კანდიდატებსაც საჯაროდ სთხოვენ, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება, უკრაინის მსგავსად, საქართველოსთვისაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, როგორც ევრობიუროკრატების, ისე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან.

როგორ შეიძლება აქ არ გავიხსენოთ ასევე რამდენიმე დღის წინანდელი პოლიტიკური სკანდალი, როდესაც შვედეთის პრემიერმა ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი უნდა დაარეგულიროს, რითაც, ფაქტობრივად, ლგბტ თემის ლეგალიზება მოსთხოვა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შეუთვალა უკრაინის ხელისუფლებას - ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაუშვებთ, ევროკავშირში არაფერი გესაქმებათ!

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, საქართველოსთანაც მარტივად გაავლებს პარალელს და იმასაც გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რასაც როგორც ევრობიუროკრატები, მათ შორის ვიქტორ ორბანის მიერ ხსენებული გერმანია, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ანუ დემოკრატები, პირდაპირი, თუ არაპირდაპირი გზით, დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ საქართველოსგან.

მოგეხსენებათ ისიც, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო, რაც მთავარი წინაპირობა გახლავთ იმისა, რომ შემდგომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოითხოვონ, ასევე, იმ კანონების მიღება, რაც ლგბტ თემის სასარგებლოდ, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში აქვთ მიღებული.“ - აღნიშნავს შათირიშვილი.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატია საქართველოშიც თავიდან მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლების მიერ დედაქალაქის ცენტრში პატარა მიტინგის ჩატარებას ითხოვდა, შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მიტინგით საზოგადოებას ზიანი მიადგებოდა, რის მაგალითადაც სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ლგბტ თემის სექსუალური შინაარსის თავყრილობები მოჰყავს, რომელიც ხშირად, არასრულწლოვანთა თანდასწრებით იმართება.

ვისაც არ სჯერა, რომ ეს - ასეა, შეგახსენებთ ჩვენს უახლეს წარსულს, როდესაც ასე, მარტივად დაიწყო ყველაფერი; ევრობიუროკრატია თავიდან ხომ მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს საქართველოში, თბილისში, ქალაქის ცენტრში, პატარა მიტინგი ჩაეტარებინათ მცირე ხნით... აბა ამით თითქოს რა უნდა დაშავებულიყო?!

და დაშავებით რომ შავდება, თანაც ძალიან, ნებისმიერი დამეთანხმება, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს ევროპულ ქალაქებში, მაგალითად, ბარსელონაში, ლგბტ თემის სექსუალური შინაარსის თავყრილობები, ლამის ორგიები, რომლებსაც არცთუ იშვიათად, არასრულწლოვანთა თანდასწრებით ხდება.

საერთო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღეს ევროკავშირს დაკარგული აქვს ის მთავარი, ფუნდამენტური მნიშვნელობის ღირებულებები, რამაც ამ გაერთიანების და ზოგადად, ევროპის აყვავება განაპირობა. მეტიც, ამ ფუნდამენტურ ღირებულებების საფუძველზე ჩამოყალიბებული ევროპული ერთობა ინგრევა, რამეთუ ქრისტიანულ ჰუმანურობაზე დაფუძნებული იდეოლოგია - ლგბტ პროპაგანდაზე დაფუძნებულმა იდეოლოგიამ შეცვალა.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.