“რუსთავი2″-ის მეწილეს შესაძლოა პრობლემები შეექმნას”

“რუსთავი2″-ის მეწილეს შესაძლოა პრობლემები შეექმნას”

გიორგი გაბუნიას მიერ ტელეეთერით რუსეთის პრეზიდენტის გინებას სოციალურ ქსელის მომხმარებლები ეხმიანებიან. ბლოგერი ლევან გობრონიძე წერს:

“როგორც ცნობილია რუსთავი2″-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფიაა, ის ნაციონალური მოძრაობის წევრ, ბიზნესმენ კობა ნაყოფიას შვილია. გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში, ვლადიმერ პუტინის გინება კი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს პირველ რიგში ნაყოფიას და სერიოზული პრობლემები შეუქმნან, თუმცა ამას არავინ არ ჩივის, ამ საქციელით გაბუნიამ საფრთხე შეუქმნა იქ მცხოვრებ ქართველებს და რამე რომ მოხდეს, ვინ აგებს პასუხს და ვინ დაუპირისპირდება? ნიკა გვარამია მისცემს საჯდომს, ნოდარ მელაძე თუ გაბუნია?” – წერს ლევან გობრონიძე.