„არსებობს ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ ამ პროტესტით მანიპულაციას და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას" - განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პენ ბაიდენის სახელობის დემოკრატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა.
კარპენტერი თბილისში მიმდინარე აქციებში ვაშინგტონის ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიის განცხადებას აზრს მოკლებულს უწოდებს.
„ვაშინგტონში არავის აქვს კავშირი საქართველოში პროტესტთან და არავინ აძლევს მიმართულებას დემონსტრაციებს. ეს სპონტანური პროცესია. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ ამ პროტესტით მანიპულაციას და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მე ვიტყოდი, რომ ამის გაკეთებას ყველა პარტია ცდილობს" - აცხადებს კარპენტერი.
მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ხალხი, რომელიც თბილისში პარლამენტთან მივიდა, არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც განაწყენდნენ იმ ფაქტით, რომ რუსი დეპუტატი საუბრობდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.