"რეალურად რატომ არის ვანო ციხეში? იმიტომ, რომ ბიძინე ვერ იტანდა, არ უღალატა ნაცმოძრაობას და სააკაშვილზე ჩვენება არ მისცა"

ცოტნე გამსახურდიას თქმით, ვანო მერაბიშვილი რეალურად იმიტომ არის ციხეში, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანდა.

"ვანო მერაბიშვილი, გარდა იმისა, რომ კრიმინალი დაამარცხა ქუჩაში, არბევდა მიტინგებს და ამისათვის დღეს ციხეშია. ფორმალურად - უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ბოროტად გამოყენებისთვის. მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რეალურად რატომ არის ვანო ციხეში? იმიტომ, რომ ბიძინე ვერ იტანდა, იმიტომ, რომ ვანომ არ უღალატა ნაცმოძრაობას, იმიტომ, რომ არ წაყვა რაღაც ბინძურ თამაშებზე და სააკაშვილზე ჩვენება არ მისცა.

მტკიცებულებები გინდათ? ძალიან მარტივია! მე იქ არც სანთლით ხელში ვმდგარვარ და არც კამერით, მაგრამ ყველა ის ნაძირალა სპეცრაზმელი თუ ზონდერი, პროკურორი და მოსამართლე, ვინც მიტინგებს არბევდა, ხალხს აწამებდა და კიდევ სასჯელს აკისრებდა, თანამდებობაზეა და დაწინაურებულია, ზოგი - ტკბილად გაქცეულია ევროპაში დიდი ფულით და არც არავინ იწუხებს თავს ძებნით; მაგალითად, ამირან მესხელი, მერაბიშვილის მოადგილე. მხოლოდ ვანოა ციხეში.

ხვდებით ახლა, რატომ არის ნაძირალა ხიხო და მისი კანტორა?!", - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სერმინე ...პირადმა ზიზღმა ასე როგორ უნდა დაგაბრმავოს, რომ ნახევრად სიმართლე, ტყუილზე უფრო საძაგელი რომ არის, ჭეშმარიტებად აღიარო. ეჰ, ცოტნე.
6 წლის უკან
amo მოცემულ მომენტში რა შუაშია ეგ მესიჯი? მაგ ყველაფერს შენით მიხვდი, თუ დაგეხმარა ვინმე.
6 წლის უკან
ტარო1 ძაან წაუსლევე მანანიჩ
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com ეჰ ცოტნე, ცოტნე, როგორა გაქვს რამსები არეული, ესე იგი მესხელი დამნაშავეა და ვანო არა არა? გაქცეულები იმიტომ არიან რომ რაც დააშავეს იმის შეეშინდათ, თან ძალიან. და კოჰაბიტაცია რომ შეცდომა იყო და თან სერიოზული ამაზეც ყველა თანხმდება. მე რასაც ვხედავ არც ეხლა არ არის გვიანი, ჯერ კიდევ შესაძლებელია რაღაც-რაღაცეების გამოსწორება და მაშინ დავინახავთ ვინ ვინ არის...
6 წლის უკან