ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს. ამის გამო მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათით შეაფერხეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ურალის ავიახაზების“ ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრები „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებმა შეამოწმეს.
„შემოწმება პრევენციულ ხასიათს ატარებდა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად“, – წერს „ინტერფაქსი“.
სააგენტოს ინფორმაციით, მედიკოსებმა მგზავრები უკონტაქტო თერმომეტრის გამოყენებით შეამოწმეს და ერთ ბავშვს 38 გრადუსი სიცხე დაუდგინეს. ექიმებმა ბავშვს მწვავე ფარინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლებმა ბავშვის ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.