ილაპარაკებდნენ მსხვერპლზე, სამაგიეროდ, ათასობით ადამიანი გადარჩებოდა და იქნებ ტერიტორიული მთლიანობაც შეგვენარჩუნებინა.

ილაპარაკებდნენ მსხვერპლზე, სამაგიეროდ, ათასობით ადამიანი გადარჩებოდა და იქნებ ტერიტორიული მთლიანობაც შეგვენარჩუნებინა.

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“1991 წლის 22 დეკემბერს მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს სახელმწიფო ინტერესები რომ დაეცვა თუნდაც მსხვერპლის ფასად და სახელმწიფო გადატრიალება აღეკვეთა, მომდევნო წლებში რამდენ უბედურებას, სისხლისღვრას და დაპირისპირებას გადავურჩებოდით?!

მართალია, რევანშისტები დიდხანს ილაპარაკებდნენ მსხვერპლზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ათასობით ადამიანი გადარჩებოდა და იქნებ ტერიტორიული მთლიანობაც შეგვენარჩუნებინა.

ჰოდა, მორჩით კრუსუნს!

აშშ და ევროპის სახელმწიფოები იმიტომ არიან ძლიერები, რომ იქ ყოფილ ხელისუფლებას აზრადაც არ მოუვა რევანში, და ყველამ იცის, თუ მოუვა, სახელმწიფო ინსტიტუტები იმ თავს მოაჭამენ.

არა მოქმედი ხელისუფლების დასაცავად, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად!

საქართველოში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ორჯერვე ყოფილი ხელისუფლების რევანში ვიწვნიეთ. ორივე რევანშს საშინელი შედეგები მოჰყვა.

ახლა უნდა გასამებულიყო და არ გამოუვიდათ!

როგორც ჩანს, ნელ-ნელა მართლა ვყალიბდებით სახელმწიფოდ!” – წერს მძინარაშვილი

thrgg@yahoo.com მომწონს უფრო და უფრო ამ კაცის აზრები... მართლა საღად აზროვნებს!!!
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com დამოუკიდებელ ქვეყნად ქცევასაც გამოცდილება სჭირდება, ნელნელა ვსწავლობთ რაღაცეებს...
6 წლის უკან
არაგველი641 სიბერემდე სწავლისააო! მაგრამ ერთი კითხვა იბადება, ძაან განსწავლულებად რომ მოაქვს თავი ნაცბოზბანდელებს, ამდენ ხანს როგორ ვერ ხვდებიან რომ არაფერი არ გამოუვათ და ხალხი მაგათ არასდროს არ მიიღებს!?
6 წლის უკან