ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების მსვლეობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“საკაიფოდ მუშაობს ბოკერია. ჯერ ელჭიპიტელებს აახევინა აქცია, დღეს კი მთელი “გაერთიანებული ოპოზიცია” დაითრია და თვითონ გახდა მსვლელობის წარმმართველი.
დარჩნენ ნაცები ხაფანგში გაბმული მელიას, მოღუღუნე სანდრას და ჩინური ჩერნიშევსკის – ღრიშა ვაშაძის ამარა
ახლა ბოკერიას ერთი საფიქრალი დარჩა – რა პირობები შესთავაზოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მერე, როგორ დაშალოს აქცია.
ერთი გზა დიპლომატების შუამავლად გამოყენება იქნება (ეს “გავლენიანი არასამთავრობოები” უკვე ფაქტობრივად აღარ ჩანან არც აქციაზე და არც კამერების წინ.” – წერს გაბრიჭიძე