"ეს საყრდენი უნდა გამოვაცალოთ ნაცებს"

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ დიპ. კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უნდა ვანახოთ ჩვენი ძალა, რაოდენობა და განწყობა. უნდა დაინახონ, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ, უნდა მიხვდნენ, რომ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების გარდა, არსებობს ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც, ყოველგვარი ფონდების, დონორების, გრანტებისა და ანაზღაურების გარეშე არიან მზად, დაიცვან სამოქალაქო უფლებები, დაიცვან თავისუფლება, რომელიც შეუძლებელია არა მხოლოდ ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნების, არამედ ზოგადად, პოლიტიკურ ველზე იმ ადამიანების მოქმედების შემთხვევაში, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობდნენ მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე.

აი ამ ხალხმა – დიპლომატებმა, დონორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ გვიყვარს და ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ქვეყანას!!!

ეს საყრდენი უნდა გამოვაცალოთ ნაცებს.” – წერს იაკობაშვილი

amo “ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ დიპ. კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან". ვინ ჩვენ?
6 წლის უკან
სოციალისტი საჭირო იყო ის კონტრაქცია. ოღონ არა რუსთაველზე! დინამოს სტადიონზე, დინამოს სავსე სტადიონი საკმარისი იქნება, რომ გაირკვეს რა თანაფარდობაა პარლამენტის წინ მიშა მშვილდაძის აქციას და საქართველოს რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას შორის. მაგრამ, არსებობს ერთი მაგრამ, იმდენად უნამუსოა მოწინააღმდეგე მხარე (ევრონაცები, ნაცები, რესპები, თავისუფალი დემოკრატები და ლგბტ თემი, საო-ები...), რომ მოსალოდნელია მოაწყონ ძალიან მძიმე პროვოკაცია ამ აქციაზე შემოგზავნილი მოსყიდული, წამლით გაბრუებული პროვოკატორების მეშვეობით!
6 წლის უკან