ჟურნალისტი მამუკა ვაშაკიძე 20 ივნისის აქციის დროს განვითარებული მოვლენების შესახებ წერს და საზოგადო მოღვაწის გია მაისაშვილის ტრაგედიას იხსენებს:“გახარიამ თავისი სიმშვიდით,კოლხური ზრდილობით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა! ჩემი ზოგიერთი კოლეგის გასაგონად, განსაკუთრებით “რუსთავი ორელების”, არ მახსენდება როდესმე ასე გულდასმით გამოგეძიებინოთ რა ზიანი მოაქვს რეზინის ტყვიებს, რა მანძილიდან უნდა ისროლო და როდის. იქნებ დაფიქრებულიყავით გია მაისაშვილი რატომ გარდაიცვალა? იქნებ მაშინ გამოგეძიებინათ, ორი გვამი საიდან აღმოჩნდა მაღაზიის სახურავზე? გახარია მაშინ უნდა გადამდგარიყო ორი კილომეტრიდან რომ დაეწყო სროლა, ანდაც გაუფრთხილებლად…ორი საათი გეხვეწებოდათ ტერიტორია გაათავისუფლეთო, 80 პოლიციელს თავ–ყბა დაულეწეთ, ხალხი გაწირეთ! 2003–ში რომ შევარდა ნაცხროვა და შტურმით აიღო პარლამენტი ეგ არ გამოიძია არავინ, ახლაც იგივეს აკეთებდნენ…
იქნებ იმაზეც მიპასუხოთ რატომ ხდება რომ ამ შეხლა–შემოხლაში ლიდერები ყოველთვის სუფთად გამოდიან და ერთი თმის ღერი არ ვარდებათ? რა, ყველა მელიასავით მელოტია?” – წერს ვაშაკიძე
ხომ მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ის ცხონებულები , ხელებშეკრულები აძვრნენ მაღაზიის სახურავზე, იქ კი უნებურად შეეხნენ სამმაგი, სქელი იზოლაციით დაფარულ კაბელს და დენმა დაარტყათ.
იზოლირებული სადენიდან როგორ დაარტყათ დენმა? - კარგად.
ხელები რატომ ჰქონდათ შეკრული? - თვითონ შეუკრეს, ალბათ, ერთმანეთს. რას გაიგებ!
მაღაზიის სახურავზე რა უნდოდათ? - ალბათ, სეირის საყურებლად: დათას დევიზით - "მეტი დაკავებული - მეტი პრემია!" - მომუშავე ყოჩაღი სპეცნაზელების მუშაობას ადევნებდნენ თვალს...
რა შუაში იყო ვანო, რომ კითხვა მაინც დაესვა ვინმეს, არამც თუ მისი გადადგომა მოეთხოვა!