გაზეთ “ასავალ დასავალის” ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შესახებ წერს:
“2011 წლის 26 მაისი. დათა ახალია ადგილზე გასცემს ბრძანებას: ,,რაც შეიძლება მეტი დაკავება გვინდა! მეტი დაკავებული, მეტი პრემია!” აქვეა მძიმე კადრები, როგორ ჰყავთ დაკავებული დიდი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე, როგორ აჰყავთ ავტობუსში და ისმის ბრძანება: ,,თუ რამე, ეგრევე თავში!”
აი, ეს რეჟიმი ცდილობს დღეს სახელმწიფოს გადატრიალებას, ამ სადისტებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება და კოლექტიური მშვილდაძე, რომელსაც ამაზე ხმა არ ამოუღია, დღეს ღნავის რუსთაველზე.” – წერს ხუბუა
ძალიან დროულია დღეს ამ ვიდეოს გამოქვეყნება, მაგრამ ეს არ კმარა...
ჩემი ნება რომ იყოს, ძალად შევყრიდი ერთად ამ ხელისუფლების დროს ემპათიით შეპყრობილ და მიშას ხელისუფლების დროს ხალხის ფეხებზე დამკიდებელ ჩვენს "ბომონდს", ამ ჩვენს "სელებრიტებს", აცრემლებული რომ აპროტესტებენ პარლამენტზე განხორციელებული შტურმის წარუმატებელ ფინალს და ძალით ვაყურებინებდი ამ კადრებს!.. ზედაც კასრებიდან ამოღებულ ვიდეოებს მივაყოლებდი და დედიმისის შვილი იქნება, ვინმემ ხელები აიფაროს თვალებზე!!!
მერე ვნახავ ერთი, როგორ გააპრავებენ ნაც-ჯალათებს და როგორ გაამტყუნებენ გახარიას!..
მაგრამ რა გინდა, რომ ქნა! -- აი, ამ დათა ახალაიას ექსტრადირებისთვის საკმარისი მასალაც კი ვერ მიაწოდე დასავლეთს ამ უგერგილოებმა, რომ ინტერპოლის მიერ დაპატიმრებული ნაძირალა დღეს ისევ თავისუფლად არ დაპარპაშებდეს ევროპაში!