“მეგობრებმა მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ”

“მეგობრებმა მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ”

ნუ შეაფასებთ თქვენი მეგობრების პიარსვლას სწორად, რომლებმაც მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ, – ამ სიტყვებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას პლენარულ სხდომაზე მიმართა.

„თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ ორნაირად გემოქმედათ. ერთი ეს იყო ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამისი პიარული დაგეგმვის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით. და მეორე – თქვენთან ერთად მოსულიყვნენ თქვენი კოლეგები და თქვენი სიმართლის შემთხვევაში საზოგადოებისთვის ენახებინათ თქვენი არგუმენტების სიმყარე, მაგრამ მათ მიგატოვეს. დღეს ისინი ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით. არ მგონია, რომ პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდათ რომ სათანადოთ დაეცავით. ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად, რომლებმაც სადაც მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადების საპასუხოდ, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში სწორედ მისივე მოთხოვნით არ იმყოფებიან.

“დიახ, აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. არიან კიდევ კოლეგები, მე ვარ ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები,. მე ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით უხერხულ მორჩილებაში. მე ბევრი რამ მექნება ჩემი შვილებისთვის, შვილებისთვის, სიამაყით და თქვენ ძალიან ცოტა რამ გეთქვათ თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის სიამაყით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როცა მტერი დასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დღეს, მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. შემიძლია, რომ თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი გაგისწოროთ თვალი თვალს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად ამ დარბაზში. დიახაც, მე ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემს დაჭერას. მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი,“ – აღნიშნა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია მისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას მარტო ელოდება. მისმა თანაგუნდელებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს და არც დარბაზში შევიდნენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროცესი მთლიანად პოლიტიზებულია, რომლის მთავარ მიზანს ოპოზიციის დისკრედიტაცია წარმოადგენს. მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება.

 

თამაზი თავისუფალი კი არ ხარ მელია, შენ ხარ მანიაკი, არაკაცი, ავხორცი და ა.შ., მიშას ხელის ბიჭი.
6 წლის უკან